jan-medi
ავერსი გოლდენ ბრენდი

 "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდის და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზების დეტალურ აღწერას გაეცნობით, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება. გამოცემის მიზანია საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების დეტალური ახსნა მივაწოდოთ.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება
  • მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8.0%-მდე შემცირდა
ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები


ინფლაცია

  • საქართველოში ინფლაცია 2023 წლის გაზაფხულიდან მიზნობრივ 3%-ზე დაბალია
  • საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებელს ქვემოთაა


ეკონომიკური ზრდა

  • წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში, ეკონომიკა 7.8%-ით გაიზარდა

ფინანსური სექტორი

  • 2024 წლის პირველ კვარტალში საკრედიტო აქტივობა დაჩქარდა. მარტში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 17.3% შეადგინა. ზრდაში ძირითადი წვლილი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებმა შეიტანა
  • დეპოზიტების დედოლარიზაცია კარგი ტემპით გრძელდება, მარტში მთლიანი დეპოზიტების დოლარიზაცია 50%-იან ნიშნულს ჩამოცდა
  • სესხების დოლარიზაცია ბოლო ერთი წლის მანძილზე 44% - 45%-ის ფარგლებში მერყეობს
  • მნიშვნელოვანია, რომ დოლარიზაციის შემცირების პროცესი კვლავ გაგრძელდეს, რასაც ხელს შეუწყობს ბოლო პერიოდში გატარებული მაკროპრუდენციული ზომებიც. დოლარიზაციის შემცირება ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია
მაკროეკონომიკური პროგნოზი
  • მიმდინარე საბაზო პროგნოზით, მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი დონის, 3%-ის, ქვემოთ შენარჩუნდება, შემდგომ, მეტწილად საბაზო ეფექტის ზეგავლენით, მას დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში მის ირგვლივ დასტაბილურდება
  • მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, რეალური მშპ-ის ზრდა 2024 წელს 5.6%-ს მიაღწევს და გრძელვადიანი პოტენციური ზრდის დონეს შემდგომ წლებში დაუახლოვდება. თუმცა მიმდინარე პროგნოზის გარშემო გაურკვევლობა მაღალია
  • მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციას ფრთხილი ბიჯებით განაგრძობს


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.


გამოცემას თან ერთვის ანგარიშის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მოკლე ვიდეო.

89