jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა და 226.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.3%-ია. რეინვესტიციამ 446.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და შესაბამისად მისი წილი 60.0 პროცენტით განისაზღვრა.
„რაც შეეხება 2022 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებს, პირველ ადგილზეა ესპანეთი - 165.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო - 122.9 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ირლანდია - 120.3 მლნ. აშშ დოლარით (16.1 პროცენტი). 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 86.5 პროცენტს შეადგენს.
2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავ ქონებასთანდაკავშირებული საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 265.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი - 159.0 მლნ. აშშ დოლარით (21.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორი 143.2 მლნ. აშშ დოლარით (19.2 პროცენტი)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
289