საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ინვესტიციების მოცულობამ 1.688 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.
საქსტატის ცნობითვე, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2025 წელს 56.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 607.0 მლნ.აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 185.7 მლნ. აშშ დოლარით (11.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 166.1 მლნ. აშშ დოლარით (9.8 პროცენტი) - აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
გთავაზობთ, იმ 10 კომპანიას, სადაც 2025 წელს ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი - (ნიდერლანდები)
შპს მაგთიკომი - (აშშ)
შპს თბილისი ენერჯი - (მარშალის კუნძულები)
შპს ტავ ურბან საქართველო - (გაერთიანებული სამეფო/ თურქეთი)
შპს ქართული ცემენტი - (ნიდერლანდები)
შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ - (მალტა)
შპს აკვალია საქართველო - (ესპანეთი)
შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია - (აშშ)
სს ბიჯეო ჯგუფი - (გაერთიანებული სამეფო)
შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი - (აზერბაიჯანი)