2025 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4% შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.6%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება მომსახურებებს, 2025 წლის დეკემბერში ყველაზე მეტად საავადმყოფოს მომსახურება გაძვირდა, შემდეგია მამაკაცის ფეხსაცმლის შეკეთება და ავტომობილის რეცხვა.