gorgia
ავერსი legi

ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის და მსოფლიო ღირებულებებს ქმნის, მათ შორის აგრარული მიმართულებით – ღვინო, რომელიც საქართველოში დაიბადა, და დღეს უკვე აღიარებულია ქართული ხორბალი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული ხორბალი ქვეყნის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია.

„იუნესკო-ს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, რომელიც გაჯერებულია ღირებული კულტურული მემკვიდრეობებით. ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის და მსოფლიო ღირებულებებს ქმნის, მათ შორის აგრარული მიმართულებით – ღვინო, რომელიც საქართველოში დაიბადა, და დღეს უკვე აღიარებულია ქართული ხორბალი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები. ქართული ხორბალი ჩვენი ქვეყნის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია. მისი ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის და არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რაც დღეს იუნესკო-მაც დაადასტურა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.

92