gorgia
ავერსი legi

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს აეროპორტები 11 თვის მონაცემით, რეკორდული რაოდენობის მგზავრს მოემსახურა.

მისივე თქმით, უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა, როგორც მგზავრთნაკადისა და ავიარეისების, ისე საერთაშორისო საავიაციო სატვირთო გადაზიდვების კუთხით.

„თანმიმდევრული პოლიტიკით ვავითარებთ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ აეროპორტებს. შესაბამისად, ვზრდით მათ ეფექტიანობას, ვნერგავთ ახალ სერვისებს და ეს შედეგებშიც გამოისახება. 2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები რვა მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება ავიარეისების რაოდენობას, აქაც უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი – 18%-იანი მატება გვაქვს“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საავიაციო სატვირთო გადაზიდვებზე, სადაც დაახლოებით 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

როგორც თამარ იოსელიანმა თქვა, 2025 წლის 11 თვის მონაცემები ნათლად ასახავს საქართველოსადმი საერთაშორისო ვიზიტორთა მაღალ ინტერესს, ასევე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ადგილს საერთაშორისო გადაზიდვებში.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინსიტრო ავრცელებს.

87