golden brand
ავერსი ნემო

 „ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 8%-ით გაიზრდება და 1.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს,“ - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა სააქციო კაპიტალის 178.7%-იანმა ზრდამ 101.6 მლნ აშშ დოლარამდე, რომელსაც მოჰყვება სავალო ვალდებულებების ზრდა 23.8 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, რეინვესტიციები 4.7%-ით შემცირდა და 145.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანის 53.8%).

„აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო (125.1 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 46.1%), უძრავი ქონება (48.8 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 18%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (37.2 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 13.7%), ენერგეტიკა (31.9 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 11.8%) და ვაჭრობა (24.6 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 9.1%).

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი (52.4 მლნ აშშ დოლარი), აშშ (47.5 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდები (29.2 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (20.9 მლნ აშშ დოლარი),“ - წერს „გალთ ენდ თაგარტი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით.

78