აეროპორტების განვითარებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მთელი რიგი მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებას, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროების, კონკურენტული სერვისებისა და ახალი, მიმზიდველი მიმართულებების განვითარება.
მიმდინარე წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასებმა 0.6 პროცენტით მოიმატა.
ევროკავშირის წევრებს ცხრა ახალი ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბალკანეთის ექვსი ქვეყნის გაწევრიანება 250 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდებათ. ამის შესახებ საუბარია სტატიაში, რომელსაც ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, მსოფლიო საგზაო კონგრესის ფარგლებში, მსოფლიო საგზაო ასოციაციის (PIARC) პრეზიდენტ ნაზირ ალისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს პარლამენტში მივა. ეკონომიკის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო საგზაო კონგრესის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აბასთუმნის განახლებული კურორტი 2025 წლის ზაფხულისთვის ტურისტების მიღებას შეძლებს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ხორბლის, სიმინდის და ლობიოს ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო პროექტს იწყებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ყველა მევენახე, ვისაც სტიქიისგან სრულად დაუზიანდა ყურძენი, ერთ ჰექტარზე 3500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს.