
„ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ბიუჯეტში ცვლილებებია. ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სახელმწიფო, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს“- განაცხადა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა.

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 362.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2 502.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2023 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 16 470.9 მლნ. ლარს გაუტოლდა.

საქართველოს მთავრობა დღეს 10 საკითხზე იმსჯელებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.7 პროცენტით, ანუ 270.1 ლარით გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა სტაბილურობას ინარჩუნებს, 2023 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიში წერია.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ-ი) შპს „რუსთავის წყალი“ 40 000 ლარით დააჯარიმა.