ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
Galt and Taggart-ის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ელექტროტექნიკის ბაზრის ზომამ 4.4 მლრდ შეადგინა. აქედან საცალო სავაჭრო ბრუნვა 2.1 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 47.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ბანკის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოში.
ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში, თერმული ნისლის პარალელურად, საყანე ფართობების მიმდებარედ, ტყის მასივებისა და ჯაგნარების ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე, დამუშავებულია 9443,50 ჰა ფართობი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 1.60 მლრდ ლარით, ანუ 3.50%-ით გაიზარდა და ივნისის ბოლოს 47.33 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ივნისის ბოლოსათვის 46.79 მლრდ ლარი შეადგინა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე შეხვდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინე ლიმიტოვსკისა და ბანკის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.
სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ანგარიში ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და მდგრადად ვითარდება, რაც ხელს უწყობს სექტორის მიმართ ნდობას და ინვესტორთა ინტერესის ამაღლებას, – ნათია თურნავამ S&P Global Ratings-ის შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერი, ჩვენ ნამდვილად დაინტერესებული ვართ ხორვატიასთან მეგობრობასა და პარტნიორობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნისას განაცხადა.