საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს იმერეთის რეგიონს ეწვევა.
ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ეს იქნება ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც გადახედვას დაექვემდებარება, რადგან 10 წლიანი გეგმის გაწერა ზედმიწევნით რთული იქნებოდა.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დადგეს დრო, როდესაც ე.წ. კომენდანტის საათი საერთოდ გაუქმდეს, თუმცა, როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, ამ ეტაპზე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეპიდვითარებიდან გამომდინარე არის, რადგან პანდემია არ დამარცხებულა.
მარტის და აპრილის დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა ნავარაუდევთან შედარებით გაცილებით სწრაფი ტემპით აღდგება და მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გადააჭარბებს ბიუჯეტის დაგეგმვისას არსებულ 4,3 პროცენტიან პროგნოზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.
საქართველოში ნაკლებად მკაფიოა სავალუტო სურათი. აღსანიშნია, რომ სეზონური ფაქტორების, საპროცენტო განაკვეთების ზრდის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში აქტივობის ზრდის ფონზე მივიღეთ ეროვნული ვალუტის ისეთი მოძრაობა, რომელმაც გარკვეული პოზიტიური მოცემულობა შექმნა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა,რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება ჰიდროელექტროსადგურებზე თუ ენერგიის სხვა წყაროებზე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია საქართველოს საქმეა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ინფლაცია აუცილებლად დასტაბილურდება.
ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება აქტიურად მიმდინარეობს.
უკრაინა-საქართველოს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან ბევრი საერთო ინტერესი, ჩვენ საერთო გამოწვევებიც და პრობლემები გაგვაჩნია, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან დენის შმიგალთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.