
60 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალი ბინის მფლობელი გახდა.

22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილება ავტობუსების ახალი მარშრუტებით შეეძლება.

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ოპოზიციის სახელით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვს.

17 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამურად 1280 ბლოკი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოავლინეს.

ქართულ პროდუქტს კორეის რესპუბლიკის სახიტ დამატებით კიდევ ერთი დიდი და მაღალმსყიდველუნარიანი საექსპორტო ბაზარი ეხსნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური(ფოსტა) და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 512 ფაქტი გამოვლინდა.

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა - „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ქვეყანაში სულ 572.5 მილიონი ლიტრი რძის წარმოება მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით 10 მილიონი ლიტრით ანუ 1.17%-ით მეტია.