თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა ევროკავშირიდან, გაერო-დან და ეუთო-დან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მონაწილეობით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2024 წელს თბილისში 40 346 ბინა გაიყიდა, 2023 წელთან შედარებით ზრდა 1%-ია, თუმცა 2022 წლის მაჩვენებელს 6%-ით ჩამორჩება. სულ შარშან თბილისში 3.1 მილიარდ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 864.3 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.8 პროცენტი ქალია, ხოლო 29.2 პროცენტი - კაცი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P ელის, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5.7%-მდე შენელდება, რაც გამოწვეულია დაბალი მოხმარებისა და ინვესტიციებით.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურზე შეინარჩუნა.
USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შუა დერეფნის კორიდორის განვითარებას, რესპუბლიკელმა სენატორებმა ფლანგვად მოიხსენიეს.
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 7.5%-ით გაიზარდა და თითქმის 700 ათასს მიაღწია, იმ პირების რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1.275 მლნ-ზე მეტია.