12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
დაბა სტეფანწმინდაში დასკვნით ფაზაშია ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
საქართველოს ენერგეტიკოსის დღე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დარგის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა.
რთველი სხვადასხვა აქტიობით კახეთის ყველა რეგიონში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, მიმდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა დაიწყო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია.
საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოში 1.72 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული.