ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის.
თიბისის ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკის ძლიერი ზრდა, ივნისის 7.5%-ის შემდეგ, ივლისშიც შენარჩუნდება და თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით, დაახლოებით 7.3%-ით განისაზღვრება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.
პრეზიდენტის განცხადებით, ჩინური კონტრაქტები არის ყველაზე გაუმჭვირვალე კონტრაქტები იმიტომ, რომ მასში იდება მუხლები, რომელიც უკრძალავს მთავრობას რომ გააცნონ საზოგადოებას ამ კონტრაქტის სრული ტექსტი.
ჩინეთი არ არის მტერი, მაგრამ ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელთანაც საჭიროა სიფრთხილე ეკონომიკურ ურთიერთობებში , - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „მკაცრი და მკაფიო“ განცხადებები გასაკვირი არაა, თუმცა ქართული ჯარისა და ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება არ ესმის.
საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით.
„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში დედაქალაქში უფრო მეტი ძველი ბინა გაიყიდა, ვიდრე ახალი.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 3,227 სესხი.
მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება.