jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა საბჭომ (PMLP), რუსეთის იმ 3 255 მოქალაქეს, რომლებმაც ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტის სტატუსის მოთხოვნის შესახებ დოკუმენტაცია არ წარადგინეს, საინფორმაციო შინაარსის შეტყობინებები გაუგზავნა. ეს განცხადება PMLP-ის ხელმძღვანელმა, მაირა როზემ 5 ოქტომბერს ლატვიის ტელევიზიით გააკეთა.

აღნიშნულ განცხადებამდე PMLP იუწყებოდა, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტის სტატუსის მისაღებად საჭირო დოკუმენტების შეგროვების ან ოფიციალური ენის ცოდნის შესამოწმებელ ხელახალ გამოცდაზე გასვლის თხოვნით, მიგრაციის სამსახურისთვის 3 541 პირს არ მიუმართავს. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც, საიმიგრაციო აქტის გარდამავალი დებულებების 58-ე პუნქტის შესაბამისად, ლატვიაში მუდმივი ბინადრობის ნებართვას ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გაუვიდა.

ამიტომ, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ამ პირებმა ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორია 2023 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დატოვონ.

როუზის თქმით, იმ პირთაგან, ვინც არაფერი გააკეთა ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, 200-მდე ადამიანს საერთოდ არ აქვს დეკლარირებული საცხოვრებელი მისამართი, ამიტომ PMLP მათთან დაკავშირებას ვერ ახერხებს, ხოლო სხვებს ლატვიის დატოვებას იმ მიზეზით აღარ სთხოვენ, რომ ისინი უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.

ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა საბჭო დეკემბერში შეამოწმებს, გადაკვეთეს თუ არა ამ პირებმა საზღვარი და დატოვეს თუ არა ლატვიის ტერიტორია. თუ იმ დროისთვის მათ ეს არ ექნებათ გაკეთებული, სასაზღვრო სამსახური შეამოწმებს, არიან თუ არა ეს პირები ქვეყანაში, ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ არიან, მაშინ უკვე მათ მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გაიცემა.

249