
ახალ ზელანდიაში ძლიერი ქარიშხლის გამო სკოლები დაიხურა, შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა.
Reuters-ის ინფორმაციით, ახალი ზელანდიის დედაქალაქ უელინგტონში მსგავსი სიძლიერის ქარიშხალი ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ ყოფილა. უელინგტონში საფრთხის უმაღლესი წითელი დონე გამოცხადდა. 24-საათიანი ძლიერი წვიმის შემდეგ ქვეყნის რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
უელინგტონის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.