
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის, 1000 დოლარის ოდენობის ჯილდო გადაუხადოს არალეგალურ იმიგრანტებს, რომლებიც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გადაწყვეტენ.
ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესრელიზში წერია.
უწყების შეფასებით, „ქვეყანაში არალეგალურად მყოფები პირებისთვის თვითდეპორტაცია საუკეთესო, უსაფრთხო და ყველაზე იაფი გზაა დაპატიმრების გარეშე შეერთებული შტატების დასატოვებლად.“
დეპარტამენტი არალეგალ მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისთვის მგზავრობის ხარჯის დაფარვას და ჯილდოს გადახდას მობილურ აპლიკაცია CBP Home-ის მეშვეობით სთავაზობს.
„თითოეული არალეგალი მიგრანტი, რომელიც ამ აპლიკაციას თვითდეპორტაციისთვის გამოიყენებს, სამშობლოში დაბრუნების ფაქტის დადასტურების შემდეგ 1000 დოლარის ოდენობის ჯილდოს მიიღებს,“ - წერია პრესრელიზში.
ცნობისთვის: აშშ-ის საბაჟო-სასაზღვრო დაცვის მობილური აპლიკაცია, CBP Home, რომელიც მიგრანტებს საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებაში ეხმარება, წინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს CBP One-ად იწოდებოდა და, პირიქით, ქვეყანაში შესვლისა და თავშესაფრის მისაღებად სხვადასხვა სააგენტოს სერვისებზე წვდომას უზრუნველყოფდა. ტრამპის ადმინისტრაციამ აპლიკაცია, იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, რადიკალურად განაახლა.