gorgia
ავერსი legi

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 100 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა. ამის შესახებ სოციალურ მედია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა. მათ შორის არის, დაახლოებით, 8 000 სტუდენტური და 2 500 სპეციალიზებული ვიზა. ისინი იმ პირებისთვის იყო გაცემული, რომლებსაც ადრე კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან ჰქონდათ კონტაქტი,“ წერია განცხადებაში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასეთი პირების დეპორტაცია გაგრძელდება.

111