jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

აშშ-ის ადმინისტრაციამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ფარგლებში, 71 კომპანიას შეზღუდვები დაუწესა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, მათ შორის არიან რუსული და ბელარუსული კომპანიები. შავ სიაში მოხვდა ერთი სომხური და ერთი ყირგიზული კომპანიაც.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპორტის კონტროლის ახალი ზომები მიმართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის პროექტების წინააღმდეგ რუსეთსა და ბელარუსში. შავ სიაში ასევე შეიყვანეს თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი კომპანიები, ასევე დენთის, ტრაქტორებისა და საავტომობილო ქარხნები.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იაპონიაში მიმდინარე სამიტზე შეთანხმდნენ. სანქციები ასევე გააფრთოვა დიდმა ბრიტანეთმა და კანადამაც. 

313