gorgia
ავერსი legi

აშშ-ის სამხრეთ ნაწილში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვალების შემთხვევები, სხვა მიზეზებთან ერთად, გამოწვეულია ჰიპოთერმიით, ნახშირჟანგით მოწამვლით და ავტომობილებთან, ციგებსა და თოვლის საწმენდ მანქანებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევებით.

გადაუდებელი დახმარების სამსახურები ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობას აგრძელებენ.

მხოლოდ მისისიპის შტატში ელექტროენერგიის გარეშე 95 000-ზე მეტი აბონენტია დარჩენილი. ამასთან, ელექტროენერგია 93 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ტენესის შტატში.

სინოპტიკოსები შაბათ-კვირას უკიდურესად დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

64