global distribution
ავერსი გარე ავეჯი
ბელგოროდის რაიონში, სოფელ რაზუმნოეს მახლობლად, ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ეს მოხდა უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად. 
 
„კიდევ ერთხელ დაგვიბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რაიონში ნავთობის საცავს მოხვდა. მე შემთხვევის ადგილზე ვარ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო უკვე ებრძვის ხანძარს. გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, - წერს გლადკოვი "ტელეგრამის" არხზე.
 
TASS საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნავთობის საცავში ათი ავზიდან ერთი დაზიანდა.
 
სოფელი რაზუმნოე მდებარეობს ბელგოროდიდან დაახლოებით 11 კილომეტრში.
577