gorgia
ავერსი legi

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის მიერ უცხოური გემების დაკავება საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. 

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი, მაო ნინი აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავებას გამოეხმაურა.

„აშშ-ის მიერ საერთაშორისო წყლებში მყოფი უცხოური გემების თვითნებური დაკავება საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ჩინეთი „ეწინააღმდეგება იმ ნაბიჯებს, რომლებიც სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას არღვევს“.

162