Uber ამერიკულ სტარტაპ Starship Technologies-თან პარტნიორობით ევროპაში მიწოდების სერვისს ავტონომიური რობოტებით პირველად იწყებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელეს.
კერძოდ, დეკემბრიდან დიდი ბრიტანეთის ქალაქების, ლიდსისა და შეფილდის მცხოვრებლები Uber Eats-ის შეკვეთების მიღებას ექვსბორბლიანი რობოტი-კურიერებით შეძლებენ, რომლებიც ტროტუარებზე იმოძრავებენ.
Starship-ის რობოტებს 30 წუთზე ნაკლებ დროში 3.2 კმ-მდე მანძილის გავლა შეუძლიათ. თავდაპირველად მიწოდება შეზღუდული რაოდენობის რესტორნებიდან და მაღაზიებიდან მოხდება, თუმცა Uber 2026 წელს ევროპაში თავისი დაფარვის თანდათანობით გაფართოვებას, ხოლო 2027 წელს აშშ-ის ბაზარზე შესვლას გეგმავს.
ცნობისთვის: Starship Technologies მსოფლიოში ავტონომიური რობოტი-კურიერების ყველაზე დიდ ქსელს ფლობს. კომპანიას 270-ზე მეტ ლოკაციაზე 2700-ზე მეტი რობოტი აქვს განთავსებული. ის Uber-ის კონკურენტებთანაც თანამშრომლობს, როგორიც არის Bolt და Grubhub. ოქტომბერში Starship-მა გამოაცხადა, რომ უკვე ცხრა მილიონზე მეტი მიწოდება აქვს შესრულებული. ახლახან კომპანიამ C-სერიის დაფინანსებით 50 მლნ დოლარი მიიზიდა.