
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯერ არ გადაუწყვეტია, შეხვდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, უსარგებლო შეხვედრის გამართვა არ სურს.
„არ მინდა უსარგებლო შეხვედრა. არ მინდა დროის ფუჭად კარგვა. ამიტომ, ვნახავ, რა მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პუტინთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო ორი დღის განმავლობაში მიიღებს.