golden brand
ავერსი ნემო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება რუსეთის წინააღმდეგ ომს. 

ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ზელენსკი ომს იგებს, ტრამპმა უპასუხა:

„ის საკმაოდ კარგად ართმევს თავს, როგორი კუთხითაც არ უნდა შეხედოთ ამას. ყოველ შემთხვევაში, თავის პოზიციებს ინარჩუნებს. ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება, მაგრამ ვფიქრობ, ის საკმაოდ კარგად მოქმედებს. ნახეთ, უნდა ითქვას, რომ ის მამაცია. მას კარგი სამხედრო ტექნიკა აქვს, მაგრამ ასევე ჰყავს შესანიშნავი ადამიანები - მებრძოლები“, - აღნიშნა ტრამპმა.

60