janmedi
ავერსი ნემო

დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის ტულას ოლქში Wildberries-ის საწყობს ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი ტულას ოლქის ქალაქ ალექსინში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრში გაჩნდა.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია კომპანიის პრესსამსახურმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ საწყობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

ტულას ოლქის გუბერნატორის დიმიტრი მილაევის ცნობით, Wildberries-ის საწყობზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

60