დღეს დილით ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის საზღვრიდან დრონი შეფრინდა და ელექტროსადგურის საკვამურს შეეჯახა. ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, აუვერის ელექტროსადგურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ესტონეთის იუსტიციის მინისტრის, ლიისა-ლი პაკოსტას განცხადებით, მთავრობა ინციდენტის გამო საგანგებო სხდომას გამართავს.