janmedi
ავერსი ნემო

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, უკრაინა თანხას მხარდაჭერის პროგრამა - Ukraine Facility-ის ფარგლებში მიიღებს.

ასევე, განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხიდან დაახლოებით 800 მილიონი ევრო პირველად, უკრაინის მხარდაჭერის სესხის (Ukraine Support Loan) ფარგლებში იქნება გამოყოფილი.

„დღეს დამტკიცებული გადახდა ასახავს უკრაინის მიერ ათი სამიზნე ზომის წარმატებით შესრულებას. დღევანდელი მდგომარეობით, გეგმით გათვალისწინებული 95 სამიზნე ზომიდან უკრაინამ 84 შეასრულა, რაც ამ ეტაპზე დაგეგმილი ზომების დაახლოებით 88%-ს შეადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

51