janmedi
ავერსი ნემო

 ირანსა და აშშ-ს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირების გამო, ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო (EASA) ავიაკომპანიებს ურჩევს, რომ თავი შეიკავონ ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ომანის ყურის საჰაერო სივრცეში ფრენებისგან, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„არაპროგნოზირებადმა სამხედრო მოვლენებმა, ასევე რეგიონში რაკეტების, დრონების, საბრძოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძლო გამოყენებამ“ ავიარეისებისთვის „მაღალი რისკი“ შექმნა“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო აცხადებს, რომ რეკომენდაცია 29 ივლისამდე მოქმედებს და რომ ვითარების მონიტორინგს ყურადღებით გააგრძელებს.
11