
ირანი უარყოფს რაიმე მონაწილეობას „ჰამასის“ მიერ ისრაელის შიგნით განხორციელებულ თავდასხმებში.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას თუმცა, ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის ქმედებაში, რადგან გადაწყვეტილებას მხოლოდ პალესტინა იღებს“, – ნათქვამია გაერო-ში ირანის მისიის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინის მიერ მიღებული მტკიცე ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას „შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან“.