gorgia
ავერსი legi

2026 წლის 25 თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობისთვის ელექტრონული ვიზაა (eVisa) საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ცვლილება გაერთიანებული სამეფოს სავიზო და საიმიგრაციო სამსახურის (UKVI) მიერ ხორციელდება.

„ვიზაზე განაცხადის შევსება კვლავ შესაძლებელი იქნება ონლაინ, ხოლო სავიზო ცენტრში ვიზიტის დროს მოხდება პირადი მონაცემების დადასტურება.

თუ გეგმავთ გაერთიანებულ სამეფოში მგზავრობას, გთხოვთ, გამგზავრებამდე შექმნათ თქვენი UKVI ანგარიში და გადაამოწმეთ თქვენი eVisa.

ოფიციალური ინფორმაციის და დეტალების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: gov.uk/evisa“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

41