janmedi
ავერსი ნემო

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 4 000-ზე მეტი ადამიანი 75 წლის ან უფროსი ასაკის იყო.

27-28 ივნისის სიცხის ტალღის დროს, მხოლოდ დასავლეთ გერმანიის ქალაქ კიოლნში 120 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, გერმანიის „მწვანეთა“ პარტია კი, კანცლერ ფრიდრიხ მერცს არასათანადო ზომების მიღებაში ადანაშაულებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, დასავლეთ ევროპაში ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა.

71