
ჰარვარდის უნივერსიტეტმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე მლრდ-ობით დოლარის ოდენობის გრანტების გაყინვას უკავშირდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრამპის ადმინისტრაციამ მარტში განაცხადა, რომ განიხილავდა ჰარვარდისთვის გამოყოფილ 9 მლრდ დოლარის ფედერალურ კონტრაქტებსა და გრანტებს, როგორც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომების ნაწილს, რომელიც მათი მტკიცებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დროს უნივერსიტეტის კამპუსებში გაჩაღდა. ამას კი 15 აპრილს 2.3 მლრდ აშშ დოლარის დაფინანსების გაყინვა მოჰყვა.
უნივერსიტეტის პრეზიდენტ ალან გარბერის თქმით, ამ ოდენობის თანხების გაყინვა ორგანიზაციის საქმიანობისთვის კრიტიკულად დამაზიანებელია და ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის ერთ-ერთი მოტივი ეს ფაქტორიც არის.