jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 ირანი უყოყმანოდ დაარტყამს ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფას, თუ ეს აუცილებელი იქნება და შესაბამის განკარგულებას გასცემენ, – ამის შესახებ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილემ, ალი ფადავიმ თეირანელ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი არასწორ მონაცემებს ავრცელებს თავდაცვითი სისტემა „რკინის გუმბათის“ მიერ განეიტრალებული რაკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით.

როგორც ფადავიმ განაცხადა, ჩამოგდებული რაკეტების წილი მხოლოდ 30%-ს შეადგენს.

„ამერიკამ ისრაელი თავისი უსაფრთხოებისთვის შექმნა და თუ ის საფრთხეს იგრძნობს, მარტივად გაწირავს მას“, – აღნიშნა ფადავიმ.

339