jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ირანის ქალაქ ისპაჰანში სამხედრო ობიექტზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს კომპლექსი დაბომბა.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ ისრაელისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ირანის ოპერაციებთან ბრძოლის ახალ გზებს განიხილავენ.
ირანული მედიის ცნობით, ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს მცირე ზომის უპილოტო თვითმფრინავები დაესხნენ თავს. ერთ-ერთი საფრენი აპარატი საზენიტო სისტემამ ჩამოაგდო, დანარჩენი ორი კი სამხედროებმა ააფეთქეს.
თავდასხმის შედეგად, საწყობი დაზიანდა, თუმცა მსხვერპლის ან დაღუპულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ტელეკომპანია „ალ-არაბიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისპაჰანში თავდასხმაში ამერიკული თვითმფრინავი მონაწილეობდა და მისი სამიზნე ბალისტიკური რაკეტების საწყობი იყო.
377