gorgia
ავერსი legi

ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, სატვირთო გემს ცეცხლი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საარტილერიო კატარღამ ომანის მახლობლად გაუხსნა.

სააგენტოს განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს სატვირთო გემი წინასწარ არ გაუფრთხილებია.

თავდასხმის შედეგად გემის ნაწილი დაზიანდა, თუმცა ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

95