jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ეგვიპტე და იორდანია.

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ ისრაელის მოქალაქეები შესაძლოა, იმ ადამიანების სამიზნეში გახდნენ, ვინც „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციით გაღიზიანებული არიან.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, პრემიერ-მინისტრის ოფისის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეგვიპტეში, მათ შორის, სინაის ნახევარკუნძულზე და იორდანიაში განგაშის დონე 4-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ისრაელის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ეს ტერიტორიები.

რაც შეეხება მაროკოს, აქ განგაშის მესამე დონეა და ისრაელი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი საჭიროების გარეშე თავი შეიკავონ მაროკოში მოგზაურობისგან.

328